მომსახურების წესები და პირობები
ჩვენთან (შპს „ნიუ თრენდი“- ს/კ 405163399) შეკვეთის განთავსებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ჩვენი მომსახურების წესებსა და პირობებს:

განმარტება: „შემსყიდველი“ ─ შემსყიდველი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ან შემსყიდველი მხარის წარმომადგენელი პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე ხელმოწერის უფლება და მოქმედებს შემსყიდვლის სახელით „გამყიდველი“ ─ შპს „ნიუ თრენდი“ (ს/კ 405163399) ან მისი წარმომადგენელი რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით გააჩნია მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე ხელმოწერის უფლება

1. შეკვეთის განთავსებისთვის აუცილებელია:
1.1. „შემსყიდველი“(„შემსყიდველმა“):
1.1.1. დაუკავშირდეს „გამყიდველს“ ტელეფონის ნომერზე (+995) 568459201 ან (+995) 511453321
1.1.2. ელექტრონულად შეავსოს „გამყიდვლის“ მიერ ელ. ფოსტაზე გამოგზავნილი შეკვეთის წინასწარი განაცხადის ფაილი
1.1.3. გადაუგზავნოს „გამყიდველს“ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@etiketebi.ge ან etiketebi@gmail.com ან smartprinttbilisi@gmail.com -ზე ეტიკეტის ვექტორ ფაილი და შევსებული შეკვეთის წინასწარი განაცხადის ფაილი. იმავდროულად დაუკავშირდეს ტელეფონის ნომერზე რათა ადრესატმა დაადასტუროს განაცხადის მიღება
1.1.4. „გამყიდვლის“ მიერ ელ. ფოსტით გადმოგზავნილი შეკვეთის ვარიანტებზე დაუდასტუროს „გამყიდველს“ შეკვეთის ღირებულებები და ვადები
1.1.5. დამზადებული ფიზიკური ნიმუშის ვარიანტების ან მათი ელექტრონული ფოტოების შემოწმების შემდეგ „გამყიდველს“ დაუდასტუროს შერჩეული ნიმუშის ვარიანტი რომლის მიხედვითაც განათავსებს შეკვეთას
1.1.6. დაუდასტუროს „გამყიდველს“ შეკვეთის განთავსებაზე საბოლოო თანხმობა შეკვეთის განთავსების განაცხადის ფაილის შევსებით და ელ. ფოსტაზე გადაგზავნით
1.1.7. „გამყიდვლის“ მიერ ელ. ფოსტაზე გამოგზავნილ ინვოისში მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე გადარიცხოს იმავე დოკუმენტში მითითებული შეკვეთის ღირებულების თანხა ხოლო გადარიცხვის დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტი გადაუგზავნოს „გამყიდველს“ელ. ფოსტის მისამართზე
1.1.8. აცნობოს „გამყიდველს“ გადმოგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის შესახებ ტელეფონით(დროული რეაგირებისთვის)

1.2. „გამყიდველი“(„გამყიდველმა“):
1.2.1. დაუდასტუროს „შემსყიდველს“ შეკვეთის წინასწარი განაცხადის ფაილის და ეტიკეტის ფაილის მიღება ელ. ფოსტით
1.2.2. აცნობოს „შემსყიდველს“ შეკვეთის ღირებულება, მიწოდების ვადები და პირობები დროულად
1.2.3. „შემსყიდვლის“ მიერ ზემოაღნიშნულის დადასტურების შემდეგ „„შემსყიდველს“ აცნობოს ნიმუშების ვარიანტების დამზადების შესახებ და გადაუგზავნოს ნიმუშის ვარიანტების ფოტოები ელ. ფოსტით
1.2.4. „შემსყიდვლისგან“ შეკვეთის განთავსებაზე თანხმობის მიღების შემდეგ გადაუგზავნოს მას შეკვეთის ინვოისი ელ. ფოსტით
1.2.5. ჩარიცხვის ელექტრონული დოკუმენტის მიღებისთანავე დაუდასტუროს „შემსყიდველს“ შეკვეთის მიღება ელ. ფოსტითვე

2. შეკვეთის განთავსებასთან დაკავშირებული დამატებითი განმარტებები, შეზღუდვები და მომსახურების პირობები:
2.1. ნიმუშის დადასტურების გარეშე შეკვეთა არ მიიღება
2.2. „შემსყიდველს“ უფლება აქვს დააზუსტოს შეკვეთასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი „გამყიდველთან“ სატელეფონო საუბრით, თუმცა ვალდებულია შეკვეთასთან დაკავშირებით ყველა საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს „გამყიდველს“ ელ. ფოსტის მისამართზე რათა დაზღვეული იყოს ორივე მხარე გაუგებრობებისგან საქონლის მიღება-ჩაბარებისას
2.3. ერთი დასახელების ეტიკეტების წყვილი ითვლება ორ სხვადასხვა დიზაინის ეტიკეტად
2.4. ერთი დასახელების ეტიკეტების სამწყვილის, ოთხწყვილის და ა.შ.(იხ. შეკვეთის წინასწარი განაცხადის ელექტრონული ფაილი) შემთხვევაში თითოეული ელემენტი განიხილება სხვადასხვა ეტიკეტად
2.5. შეკვეთა მზადდება მხოლოდ რულონებზე
2.6. ერთ შეკვეთაზე არ მიიღება 6-ზე მეტი სხვადასხვა დიზაინის ეტიკეტი
2.7. შეკვეთის მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება შეკვეთის მინიმალური დასაშვები ღირებულებიდან გამომდინარე რაც შეადგენს 50 ლარს და შესაბამისად დაიშვება იმდენი ეტიკეტის შეკვეთა რამდენის დამზადების ღირებულებაც აღემატება 50 ლარს
2.8. დაუშვებელია ერთდროულად ორი შეკვეთის განთავსება
2.9. გამზადებული რულონის მაქსიმალური სიგრძეა 100 მეტრი; შესაბამისად, შეკვეთა გადანაწილდება იმდენ რულონზე რამდენსაც მოითხოვს ეტიკეტების ზომები, დახვევის მიმართულება და შეკვეთის სხვა პარამეტრები
2.10. ერთ რულონზე არ იხვევა სხვადასხვა დიზაინის ეტიკეტები(გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით)
2.11. რულონები მზადდება ეტიკეტების გადამყვანი ხაზების მოთხოვნების სტანდარტების დაცვით(დახვევის სიმჭიდროვე და აშ)
2.12. ვბეჭდავთ UV CMYK საღებავებით და UV ლაკ-საღებავით
2.13. ნიმუშის დამზადება უფასოა
2.14. ეტიკეტის ნიმუშის ვარიანტებისთვის ფოტოს გადაღება და დამკვეთის ელ. მისამართზე გადაგზავნა უფასოა
2.15. ნიმუშად მზადდება თითოეული ეტიკეტის დიზაინისთვის ყოველი ვარიანტის 2 ცალი ეტიკეტი იმ სტანდარტებით, რაც შეკვეთის დასრულების შემდეგ იქნება რულონზე(იხ. ეტიკეტის ნიმუშის მახასიათებლების ცხრილი)
2.16. ნიმუშის დიზაინში მცირე ერთჯერადი ცვლილების(ფერის ან ზომის ცვლილება, ელემენტის მოშორება, ან ტექსტში გაპარული მექანიკური შეცდომის გასწორება) განხორციელება უფასოა
2.17. ნიმუშის დიზაინში სერიოზულ ცვლილებას „გამყიდველი“ არ ახორციელებს, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი პარტნიორი პროფესიონალი დიზაინერი რომელიც ხელმისაწვდომ ფასად გაგიწევთ დიზაინის შემუშავების მომსახურებას
2.18. ნიმუშის დამზადების ვადა დამოკიდებულია ფაილის სირთულეზე(1-3 დღე)
2.19. ნიმუშის დამზადების ვადის გადაცილებაზე არ მოქმედებს პირსაგამტეხლო
2.20. შეკვეთა მიღებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან როცა „გამყიდველი“ „შემსყიდველს“ ელ. ფოსტით დაუდასტურებს ელ. გადახდის დოკუმენტის მიღებას
2.21. შპს „ნიუ თრენდი“ მუშაობს ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით ყოველდღე დილის 9:00სთ-დან საღამოს 19:00სთ-მდე
2.22. შეკვეთის ფარგლებში „გამყიდველი“ ვალდებულია, დაამზადოს შეკვეთილი პროდუქცია ყველა იმ პარამეტრის მიხედვით რაც მითითებული იქნება შეკვეთის განთავსების ელექტრონულ განაცხადში და ნიმუშის საბოლოო შერჩეული დადასტურებული ვარიანტის პარამეტრების მიხედვით(იხილეთ თანდართული ნიმუშის ხარისხის შესაბამისობის ცხრილი)

3. შეკვეთის ღირებულების გამოთვლა, მიწოდების ვადები და პირობები:
3.1. „გამყიდველი“ ვალდებულია მიაწოდოს შეკვეთის მიხედვით დამზადებული საქონელი „მყიდველს“ შპს „ნიუ თრენდის“ იურიდიულ მისამართზე თუმცა არა მის ფარგლებს გარეთ
3.2. „გამყიდველი“ ვალდებულია მიაწოდოს შეკვეთილი პროდქუცია „მყიდველს“ ელ. ფოსტაზე მიწოდებული დადასტურებული ვადების მიხედვით
3.3. შეკვეთაზე პირსაგამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრება შეკვეთის ღირებულების 1%-ით
3.4. „გამყიდვლის“ მხრიდან შეკვეთის ვადის გასვლამდე შეკვეთის ცალმხრივად გაუქმების(ვერ შესრულების) შემთხვევაში „გამყიდველი“ ვალდებულია დაუბრუნოს ჩარიცხული თანხა და შეკვეთის ღირებულების 1% პირსაგამტეხლო
3.5. შეკვეთის ღირებულებად ითვლება დადასტურებული ღირებულება
3.6. შეკვეთის შესრულების ვადა აითვლება შეკვეთის მიღების მომენტიდან
3.7. შეკვეთის სავარაუდო ღირებულება და მიწოდების ვადის ხანგრძლივობა განისაზღვრება შეკვეთის პარამეტრების მიხედვით
3.7.1. შეკვეთის მიწოდების ვადები შეიძლება გაიზარდოს გადატვირთულ პერიოდებში

4. პროდუქციის მიღება-ჩაბარების პირობები
4.1. ყველა შეკვეთა „გამყიდველის“ მხრიდან ჩაბარებულად ჩაითვლება მიღება-ჩაბარების აქტის დოკუმენტზე ორივე მხარის ხელმოწერის საფუძველზე
4.2. მიღება-ჩაბარების აქტის დოკუმენტს ორ ეგზემპლარად ამზადებს „გამყიდველი“ და უტოვებს ერთ ეგზემპლარს „შემსყიდველს“
4.3. ყურადღება! „გამყიდველი“ პასუხისმგებლობას არ იღებს მიწოდებული საქონლის რაოდენობასა და ხარისხზე მიღება-ჩაბარების აქტის დოკუმენტზე „შემსყიდველის“ მიერ ხელმოწერის შემდეგ
4.4. უვარგისია რულონი თუ:
4.4.1. მასზე აღმოჩნდება 2-ზე მეტი გაფუჭებული ეტიკეტი, ანუ დამზადებული პროდუქცია არ შეესაბამება დადასტურებული ნიმუშის ხარისხს(იხილეთ თანდართული ნიმუშის ხარისხის შესაბამისობის ცხრილი)
4.4.2. რულონის გვერდების კიდეების დაზიანების საერთო სიგრძე აღემატება მთელი რულონის სიგრძის 1%-ს(იხილეთ ფოტო 1)
4.4.3. თუ არ შეესაბამება შეკვეთის განთავსების ელექტრონული განაცხადის პარამეტრებს
4.4.4. შეკვეთილი თითოეული დიზაინის ეტიკეტის დამზადებულ რულონში წუნის გარეშე ეტიკეტების რაოდენობა ნაკლებია შეკვეთილ რაოდენობასთან შედარებით
4.4.5. რულონი არაა თანაბრად დახვეული(იხილეთ ფოტო 2)
4.4.6. რულონის სიგრძის 1%-ზე მეტ მონაკვეთში დარჩენილია გაუცლელი მატრიცა(იხილეთ ფოტო 3)
4.4.7. თუ რულონის პარამეტრები არ ემთხვევა შეკვეთის განთავსების ელექტრონულ განაცხადში მითითებულ პარამეტრებს
4.5. „გამყიდვლი“ ვალდებულია, ჩასაბარებლად გამზადებული მიწოდებული პროდუქციიდან, „შემსყიდვლის“ სურვილის შემთხვევაში, „შემსყიდვლის“ ამორჩეულ რულონში სათითაოდ გადაითვალოს ეტიკეტების რაოდენობა სწრაფმთვლელი აპარატით. თვლის პროცესში „შემსყიდველს“ უფლება აქვს გააჩეროს თვლა და ხარისხი შეუმოწმოს ნებისმიერ ეტიკეტს შემთხვევითი ამორჩევით სამჯერ. თუ სამივე ჯერზე „შემსყიდველმა“ ვერ აღმოაჩინა გაფუჭებული ეტიკეტი მაშინ რულონი ითვლება ვარგისად 4.4.1 პუქტში მოყვანილი პარამეტრების მიხედვით. შენიშვნა: სწრაფმთვლელ აპარატში რულონის გატარებისას ირღვევა რულონის დახვევის თანაბრობა, იცვლება დახვევის მიმართულებაც, შესაბამისად „გამყიდველი“ ვალდებულია ადგილზევე ხელახლა თანაბრად გადაახვიოს რულონი სწორი მიმართულებით
4.5.1. „გამყიდველი“ ვალდებულია უზრუნველყოს ადგილზე არსებული სწრაფმთვლელი აპარატის გამართული მუშაობა
4.5.2. გადათვლის შემდეგ „შემსყიდველი“ ვალდებულია ადგილზე დაელოდოს საკუთარი ნებით არეული რულონის ხელახლა თანაბრად გადახვევას
4.6. თუ “შემსყიდველმა” ადგილზე ვერ აღმოაჩინა უვარგისი რულონი, მაშინ “შემსყიდველი” ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუდასტუროს გამყიდვლის წარმომადგენელს ადგილზევე შეკვეთის მიღება, “გამყიდვლის” მიერ წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტის დოკუმენტზე ხელმოწერით, რათა შეკვეთა რაოდენობისა და ხარისხის მხრივ ჩაითვალოს მიღება-ჩაბარებულად ორივე მხარესთვის
4.7. თუ “შემსყიდველმა” აღმოაჩინა 1 უვარგისი რულონი მაინც, მაშინ “შემსყიდველის” სურვილისამებრ “გამყიდველი”
4.7.1. ან უბრუნებს” ჩარიცხულ თანხას 1% პირსაგამტეხლოსთან ერთად და შეკვეთა გაუქმდება
4.7.2. ან უნაზღაურებს მთელ უვარგის რულონს(რულონებს) 3 სამუშაო დღის განმავლობაში ახალი ვარგისი რულონით(რულონებით) უსასყიდლოდ
4.7.2.1. თუ “გამყიდველმა” ვერ შეძლო 3 სამუშაო დღის განმავლობაში ახალი ვარგისი რულონების მიწოდება, მაშინ ვალდებულია “შემსყიდველს” დაუბრუნოს სრული ჩარიცხული თანხა შეკვეთის ღირებულების 3%-ის ექვივალენტი პირსაგამტეხლოსთან ერთად

დამზადებული ეტიკეტის ნიმუშის შერჩეული ვარიანტის მახასიათებლების ჩამონათვალი, რის მიხედვითაც უნდა შესრულდეს შეკვეთა:

ნიმუშის ხარისხის შესაბამისობის ცხრილი

“შემსყიდველის” მიერ შესაკვეთად შერჩეული ნიმუშის საბოლოო ვარიანტის მახასიათებლები
  • ამოსერვის ხარისხი(ფორმის კონტური, კუთხეების მომრგვალება, სერვა უკანა შრის დაზიების(იხ ფოტო4) გარეშე და სისუფთავე)
  • შერჩევითი ლაკის ფენის ხარისხი(სიმაღლე, სიზუსტე, მედეგობა და ა.შ.)
  • საღებავების ხარისხი(მზის ნათებაზე მედეგობა, წყალგამძლეობა და ა.შ.)
  • სისუფთავე(ჭავლური გაბნევედობა, ლაქები და ა.შ.)
  • ფერთა ტონალობის ხარისხი
  • წარწერების და სხვა გამოსახულებების ხარისხი(გარჩევადობა, ზომები, სხვა)
  • ეტიკეტის ზომა(სიგრძე, სიგანე; არასტრანდარტული ფორმის ეტიკეტის შემთხვევაში შესაბამისი პარამეტრები)
  • ეტიკეტებშორისი სიცარიელის(დაშორების) ზომა
  • ეტიკეტის უკიდურესი საზღვრის დაშორება რულონის კიდედან
  • რულონურ წებოვანი ქაღალდის მასალა(ფაქტურა, ფერი, დრეკადობა, წებოვნება, წყალგამძლეობა და სხვა)
  • ფაილში არსებული სასერი ჩაროების შრე
  • ფაილში არსებული შერჩევითი ლაკის შრე
  • განაცხადში მითითებული საღებავების ტიპი
  • განაცხადში მითითებული ბეჭდვითი ტექნოლოგიის ტიპი
  • ფაილში არსებული ფერები
  • ფაილში არსებული წარწერები და სხვა გამოსახულებები
  • განაცხადში მითითებული ეტიკეტის ზომა
  • განაცხადში მითითებული მომიჯნავე ეტიკეტებს შორის მანძილი (მმ)
  • განაცხადში მითითებული ეტიკეტ-რულონის კიდეებს შორის დაშორება
  • განაცხადში მითითებული მასალის დასახელება

წესები და პირობები შედგენილია 02.02.2025

დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში

9:00სთ-დან 19:00სთ-მდე ორშაბათი-შაბათი

ტელეფონი: 511 453 321 ;   568 459 201